სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მაიზერ ბაჩის ძე გურჩიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 244-ე ბატალიონი

მაიზერ  ბაჩის  ძე  გურჩიანი  დაიბადა  1969  წლის  4  მაისს  ოჩამჩირის  რაიონის   სოფელ ოხურეიში.

დაამთავრა  ოხურეის  სკოლა-ინტერნატი. სამხედრო-სავალდებულო  სამსახური მოიხადა  ქალაქ  ბაქოში. დემობილიზაციის  შემდეგ  მუშაობდა  მძღოლად.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, მაიზერ  გურჩიანი  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე მექანიზირებული  ბრიგადის   244-ე  ბატალიონის  მე-3  ასეულის  რიგით  მსროლელად.

მაიზერ  გურჩიანი  მონაწილეობდა  სოფელ  ოხურეის  მისადგომებთან  მიმდინარე საბრძოლო  ოპერაციებში.

მაიზერ  გურჩიანი  დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს  ერთ-ერთი  შეტაკების  დროს .

მაიზერ  გუჩიანი  დაკრძალულია  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ოხურეიში.

error: Content is protected !!