მალხაზ არდაშელის ძე ხარშილავა დაიბადა 1968 წლის 1 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში. დაამთავრა ჯგალის საშუალო სკოლა. შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
მალხაზ ხარჩილავა აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში. თანამებრძოლები მას სიყვარულით „სიზმარას“ ეძახდნენ.
1993 წლის 10 ივლისს სამხედრო დავალების შესრულების დროს მალხაზ ხარჩილავა გმირულად დაიღუპა.
მალხაზ ხარჩილავა დაკრძალულია წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში.
მოძრაობა ეროვნულების მიერ მალხაზ ხარშილავა დაჯილდოვდა ვერცხლის მედლითა და სამახსოვრო სიგელით საქართველოს თავისუფლებისთვის , ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ეროვნული ხელისუფლების და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისათვის.