სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მალხაზ დავითის ძე მაისურაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მალხაზ დავითის ძე მაისურაძე დაიბადა 1970 წლის 20 სექტემბერს გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რიგითი მალხაზ დავითის ძე მაისურაძე 1992 წლის 4 დეკემბრიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში  მე-3 ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.

1993 წლის 16 მარტს აფხაზი სეპარატისტების მიერ განხორციელებული საარტილერიო ცეცხლდაშენის დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქებისას  სასიკვდილოდ დაიჭრა გულ-მკერდის არეში, კიდევ ერთი ვაჟკაცი  გმირულად  დაეცა ბრძოლის ველზე.

მალხაზ მაისურაძე დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით (N65 14.06.93 წ.)  სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მალხაზ მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

error: Content is protected !!