სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მალხაზ გაიოზის ძე გულიაშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

მალხაზ გაიოზის  ძე გულიაშვილი დაიბადა 1972  წლის 17 ოქტომბერს ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის  მე-6  საშუალო  სკოლა. სწავლა გააგრძელა  სამშენებლო კოლეჯში,საიდანაც 1992 წლის აგვისტოში  გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.თავდაპირველად მსახურობდა ვალეში, ექვსი თვის შემდეგ  ჩაერთო  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

მალხაზ  გულიაშვილი 1993 წლის თებერვლიდან  ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321  ცალკეულ სადაზვერვო  ბატალიონში ათეულის მეთაურად. მისი ბატალიონის მ ეთაური – მაიორი  ჯუმბერ მეტრეველი იხსენებს: „როდესაც აფხაზურმა მხარემ  სოფელი შრომა აიღო,თავდაცვის მინისტრის  გია ყარყარაშვილის ბრძანებით, სამხედრო  შენაერთებმა  მიიღეს დავალება  განეხორციელებინათ შეტევა  სოფელ შრომის მიმართულებით. ამ საბრძოლო ოპერაციაშიც  მონაწილეობდა ჩვენი  მე-2 საარმიო  კორპუსის  321-ე  ცალკეული სადაზვერვო  ბატალიონი.

სამხედრო  ოპერაცია  1993 წლის  15 ივნისს დაიწყო. ამ ბრძოლების დროს  განსაკუთრებით გამოიჩინა თავი  მალხაზ გულიაშვილმა. მან თავისი ყუმბარმტყორცნით  24  წარმატებული გასროლა  განახორციელა. გაანადგურა მოწინააღმდეგის  საბრძოლო  ტექნიკა და ცოცხალი ძალა“.  მალხაზი უშიშარი  და თავდადებული  მებრძოლი იყო.

error: Content is protected !!