მამუკა მიხეილის ძე შონია დაიბადა 1974 წლის 7 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. წებელდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მამუკა შონია ქვეყნის დამცველთა რიგებში ჩადგა. ირიცხებოდა სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) მე-2 ასეულის მე-3 ოცეულში _ მსროლელად.
ზემდეგი მამუკა შონია გმირულად დაიღუპა 1993 წლის 27 სექტემბერს _ სოხუმის ფუნიკულიორის ალყაში მოქცევის დროს.