მამუკა თაბუკაშვილი დაიბადა 1975 წლის 3 ივნისს ხარაგაულის რაიონში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს, მამუკა თაბუკაშვილი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულში.
1993 წლის 16 იანვარს სოფელ კვიტოულთან ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს აფხაზმა სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის კახა ახობაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.