სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მამული იონას ძე აფხაზავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-7 ბატალიონი

მამული  იონას ძე აფხაზავა დაიბადა 1947 წლის  26 აგვისტოს მარტვილში. მარტვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ  ცხოვრობდა  აფხაზეთში, იყო სოფელ მერხეულის  ნ. ბარათაშვილის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე.

1992 წლის აგვისტოდან, ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე,   ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-7 ბატალიონის მებრძოლთა რიგებში.

მამული აფხაზავა 1992 წლის  29 სექტემბერს  ერთ-ერთი საბრძოლო დავალების  დროს მიღებული  ჭრილობის შედეგად გმირულად დაიღუპა .

 

error: Content is protected !!