სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მარლენ დავითის ძე დადვანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

მარლენ დავითის ძე დადვანი დაიბადა 1949 წლის 29 სექტემბერს სტავროპოლის მხარეში. მოგვიანებით, ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადავიდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, მარლენი   სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის №6 სამშენებლო ტრესტში. სანიმუშო მუშაობისთვის ხელმძღვანელობამ   არაერთხელ წაახალისა და დააჯილდოვა.

1992 წლის 1 თებერვალს,  მარლენი მოხალისედ ჩაეწერა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მეორე მოტომსროლელ ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ გუმისთის მისადგომებთან განხორციელებულ თითქმის ყველა საბრძოლო ოპერაციაში.

1993 წლის 16 მარტს, გუმისთასთან მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევის დროს, მტერთან უშეღავათო ბრძოლაში, მარლენ დადვანი მძიმედ დაიჭრა  და გარდაიცვალა.

მარლენ დადვანს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მარლენ დადვანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

 

 

 

error: Content is protected !!