მედიკო აკაკის ასული ურიდია დაიბადა 1940 წლის 29 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში.
დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა, თბილისის კოოპერაციული სასწავლებელი , შემდეგ ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელი. ომამდე მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის კოოპერატიულ კავშირში.
მედიკო ურიდია 1993 წლის მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა დაჭრილი და დასახიჩრებული მებრძოლების მოვლაში და მათი სტაციონარში გადაყვანის ორგანიზებაში. მთელი ომის განმავლობაში მუხლმოუდრეკლად ემსახურებოდა ბატალიონის პირად შემადგენლობას.
მედიკო ურიდია დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, სოფელ ცაგერაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.