სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მეგონა კონდრას ძე ბაღათურია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

მეგონა  კონდრას  ძე  ბაღათურია  დაიბადა  1951  წელს  ქალაქ  ოჩამჩირეში. ოჩამჩირის პირველი  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ნოვოჩერკასკის  სატრანსპორტო  ტექნიკუმში.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ჩაერთო  ომში. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონში. აქტიურად  მონაწილეობდა  ყველა საბრძოლო  ოპერაციაში, პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის  დავალებებს. თანამებრძოლებს შორის  სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.

1993  წლის 26 თებერვალს რუსულ-აფხაზურ  ფორმირებებთან  შეტაკებისას მეგონა ბაღათურია  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისთვის მეგონა  ბაღათურია  სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

მეგონა  ბაღათურიას  დარჩა  მეუღლე  და  ოთხი  ვაჟიშვილი.

error: Content is protected !!