სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მეგონა ვანოს ძე ცაავა

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

მეგონა ვანოს ძე ცაავა დაიბადა 1958 წლის 17 იანვარს. ზემდეგი ცაავა მეგონა ვანოს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 20-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენოტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის უფროს დამმიზნებლად 1992 წლის 15 დეკემბრიდან 1993 წლის 21სექტემბრამდე.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ზემდეგ მ.ვ. ცაავას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში.
საბრძოლო დავალებების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და დისციპლინით.
1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა მუხანათურად შემოუტიეს ქ. სოხუმს, 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მებრძოლმა მ. ვ. ცაავამ დაიკავა საბრძოლო პოზიციები ქ. სოხუმის შემოსასვლელთან ძიძარიასა და გელოვანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.
1993 წლის 21 სექტემბერს დილიდანვე გაიხსნა მასირებული საარტილერიო ცეცხლი მოწინააღმდეგის მხრიდან და ერთ-ერთი მოწინააღმდეგის მიერ გამოშვებული ჭურვის ნასხრევებმა ზემდეგი მეგონა ცაავა სასიკვდილოდ დაჭრა.
მეგონა ცაავას ცხედარი ბრძოლის ველიდან მისმა თანამებრძოლებმა გადმოასვენეს. დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  მეგონა ცაავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!