სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მელენტი ჯოგოს ძე შონია

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

მელენტი   ჯოგოს  ძე  შონია დაიბადა  1927  წლის  24  მარტს  წალენჯიხის  რაიონში.  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ   ჩაირიცხა  საქართველოს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში.  ცხოვრობდა  ქალაქ  სოხუმში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  მელენტი   შონია  მსახურობდა  საქართველოს   რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  ბრიგადის   239-ე  საზენიტო-საარტილერიო  დივიზიონში მატერიალური  უზრუნველყოფის  ასეულის  მეკუჭნავედ. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ   ჩატარებულ   საბრძოლო  ოპერაციებში.

1993  წლის  16  სექტემბრიდან , მელენტი   შონია  ქალაქ  სოხუმის  დასაცავად  გაჩაღებულ  საბრძოლო   ოპერაციებში   ჩაება.

მელენტი  შონიამ    1993  წლის  28   სექტემბერს  ქალაქი  არ  დატოვა   და  სეპარატისტებთან  შეტაკებისას  გმირულად  დაიღუპა.  დაკრძალულია  ჭანბას   ქუჩის  მიდამოებში.

საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა    და  თავგანწირვისათვის  მელენტი  შონია , სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის   ორდენით.

error: Content is protected !!