მერაბ ბაგრატის ძე ზარანდია დაიბადა 1958 წელს გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
1993 წელის 29 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოფელ კინდთან.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მერაბ ზარანდია,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.