მერაბ გიგლას ძე იმედაძე დაიბადა 1959 წლის 17 აპრილს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ იაშთხვის საშუალო სკოლა. სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში.
1992 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში რიგით მებრძოლად. აქტიურად მონაწილეობდა ასეულის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის 1993 წლის 15-16 მარტს მდინარე გუმისთასთან მიმდინარე ორთაბრძოლებში. კეთილსინდისიერად და დროულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა ნდობით და პატივისცემით.
მერაბ იმედაძე 1993 წლის 25 სექტემბერს, სოფელ იაშთხვასთან წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ქვემო იაშხთვის სასაფლაოზე.
მერაბ იმედაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.