მერაბ კაპიტონის ძე თოლორაია დაიბადა 1959 წლის 22 ნოემბერს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-13 საშუალო სკოლა. შემდეგ მიიღო ტექნიკური განათლება ინჟინერ-მშენებლის პროფესიით. მუშაობდა ქალაქ სოხუმის „ სოხუმ-გაზის“ სამმართველოში.
მერაბ თოლორაია აფხაზეთში მიმდინარე საომარ მეოქმედებებში ჩაერთო 1993 წლის ივნისიდან. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. მერაბი აქტიურად მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 22 სექტემბერს, სოფელ ლინდავასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს,მერაბ თოლორაია სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია სოფელ მერხულში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მერაბ თოლორაია , სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.