სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მერაბ ხუტას ძე უგრეხელიძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მერაბ  ხუტას  ძე  უგრეხელიძე  დაიბადა  1966  წლის  21  აპრილს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ცაგერაში.  დაამთავრა  ცაგერას  საშუალო  სკოლა.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.  მერაბი  იყო  უშიშარი  და  დისციპლინირებული  მებრძოლი.  აქტიურად   მონაწილეობდა  არაერთ  რთულ  და  საპასუხისმგებლო  საბრძოლო  ოპერაციაში.

მერაბ  უგრეხელიძე  დაიღუპა   1992  წლის  17  აგვისტოს  სოფელ  ტამიშში  მიმდინარე  საბრძოლო  მოქმედებების  დროს.

error: Content is protected !!