მერაბ ლევანის ძე ჯიქია დაიბადა სოფელ მაჭარაში. იგი ჩარიცხული იყო შსს გულრიფშის ასეულის ოცეულის მეთაურად 1992 წლის 7 ნოემბრიდან. მერაბი პირნათლად ასრულებდა დავალებებს და თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16-17 მარტის შემოტევების დროს მდ. გუმისთაზე მიმდინარე ბრძოლებისას.
დაიღუპა გუმისთაზე 1993 წლის 16 მარტს, ცნობილი საბრძოლო მოქმედებების დროს.