სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია 

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია  დაიბადა  1965  წლის 21 მარტს  ქალაქ  სოხუმში.   1978  წელს  დაამთავრა  სოხუმის  მე-5  საშუალო  სკოლა. სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ  ჩაირიცხა   საქართველოს   პოლიტექნიკური  ინსტიტუტის  სოხუმის  ფილიალის  სამშენებლო  ფაკულტეტზე.  ომამდე  მუშაობდა  ქალაქ  სოხუმის  მოზარდ  მაყურებელთა  თეატრში.

აფხაზეთის  ომში  გაიწვიეს  1992   წელს.  იბრძოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  სააარმიო  კორპუსის  23-ე  მოტო-მექანიზირებული  ბრიგადის  ეროვნული  გვარდიის  მე-3  ბრიგადის  დაცვის  ასეულის  შემადგენლობაში.

1992  წლის  სექტემბერში  მდინარე  გუმისთაზე  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს   თავი  გამოიჩინა  როგორც  მამაცმა  და  კეთილსინდისიერმა  მებრძოლმა.  მერაბ  კუტალია  პოზიციური  ბრძოლების   დროს, მტრის  არტილერიის  მიერ  ასეულის  პოზიციების  დაბომბვისას  ჭურვის  ნამსხვრევებით  მიღებული  ჭრილობით  გარდაიცვალა.

მერაბ  ნოშრევანის  ძე  კუტალია  დაკრძალულია  სოხუმში.

error: Content is protected !!