მერაბ პლატონის ძე მაისაია დაიბადა 1954 წლის 31 ივლისს ქალაქ სოხუმში. სოხუმის მე-17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ თბილისში, მოსკოვის პოლიციის უმაღლესი სკოლის ფილისლი” – სამათალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. მერაბ მაისაიას ათწლიანი დაუღალავი შრომა დაუფასდა და 1986 წლის 8 ოქტომბერს დაჯილდოვდა III ხარისხის სამკერდე ნიშნით “ათი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის”. სიცოცხლ9ის ბოლო წლებში პოლიციის მაიორი მერაბ მაისაია მუშაობდა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სოხუმის აეროპორტის პოლიციის სახაზო ქვეგანყოფილების უფროს გამომძიელად.
მერაბ მაისაია აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებაში. თავი გამოიჩინა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ქალა სოხუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მერაბ მაისაია დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს, აფხაზ სეპარატისტთა ერთერთი შეტევის დროს ე.წ “უჩხოზის” ტერიოტორიაზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, მერაბ მაისაია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.