სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მერაბ შამათავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

მერაბ  შამათავა დაიბადა  1960  წლის  1  მარტს  გალის  რაიონის  სოფელ  გუდავაში. მიიღო ტექნიკური  განათლება. იყო  დაოჯახებული. მერაბი  განსაკუთრებული  თვისებებით  გამოირჩოდა.უყვარდა სამშობლო,მეგობრები,ოჯახი.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დროს 1992  წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა  მე-2 საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  „სამურზაყანოს“  245-ე  ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. მამაცი  და  დისცპიპლინირებული  მეომარი თანამებრძოლებს  შორის სიყვარულით  და ნდობით  სარგებლობდა. მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში.

მერაბ  შამათავა  1993  წლის  22  სექტემბერს, სოფელ  ბედიაში  ერთ-ერთი  ოპერაციის დროს, მტრის  მიერ  ცეცხლსასროლი  იარაღით მიყენებული  მრავლობითი  ჭრილობის შედეგად  დაიღუპა.მტერთან   უთანასწორო  ბრძოლაში  დაჭრილი, სისხლის  უკანასკნელ წვეთამდე  ებრძოდა  დაქირავებულ  ბოევიკებს.

error: Content is protected !!