მურმან ამბროსის ძე დადვანი დაიბადა 1961 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა.
მურმან დადვანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. მურმან დადვანი კეთილსინდისიერად ასრულებდა მეთაურთა დავალებებს,თანამებრძოლებს შორის ნდობითა და სიყვარულით სარგებლობდა.
ზემსახური მურმან დადვანი გმირულად დაიღუპა 1992 წლის 29 ნოემბერს კოჩარის მიმდებარედ,მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს.
მურმან დადვანს დარჩა მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟიშვილი.