სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მურმან დიანოზის ძე ბერულავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

მურმან დიანოზის ძე ბერულავა დაიბადა 1952 წელს, სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.

1992 წლის ნოემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის 23-ე ბრიგადაში, მე-4 ასეულის პირველი ოცეულის რიგით მეომრად (რომელიც შემდგომ  მე-8  ბატალიონად გადაკეთდა). იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე, სოფელ შრომაში, ცუგუროვკის სიმაღლეზე. უშიშარი და თავდაუზოგავი ვაჟკაცი მაგალითი იყო თანამებრძოლებისთვის.

მურმან ბერულავა (მეტსახელად „ხვიშტი“) მშობლიური ქალაქის დასაცავად იბრძოდა ბოლო  წუთამდე. სოხუმის  დაცემის  დღეს, 27 სექტემბერს, თავისი სოფლის განაპირას, გვარდის მთაზე შემოღწეულ მტერს საღამომდე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა  თანამებრძოლებთან ერთად. ღირსეული მეომარი ცოცხალი ვერ თმობდა მშობლიურ კუთხეს, მამა-პაპისეულ კერას.  ბოლოს  კი, დარჩენილი უკანასკნელი ყუმბარის ნაღმტყორცნში ჩაგდება არ დასცალდა, სნაიპერის ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს დაუოკებელი მებრძოლი. სოფელში მტრის შემოჭრის გამო შეუძლებელი გახდა მისი დატირება და გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში, გზის განაპირას მიწას  მიაბარეს სამშობლოსათვის  ანთებული შვილის გული.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მურმან ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“

 

error: Content is protected !!