მურმან გახოკიძე დაიბადა 1957 წლის 11 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,1992 წლის 15 აგვისტოდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
მურმან გახოკიძე დაიღუპა 1992 წლის 11 ოქტომბერს დაბა ტამიშში საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა, კობა ლეთოდიანმა და პაატა ვეკუამ გამოასვენეს.
მურმან გახოკიძე დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში.