სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მურმან მეშველიანი

Categories: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურმან  მეშველიანი  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  1992  წლის  12  ნოემბრიდან  მონაწილეობდა.

ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონის  რიგებში – მეტყვიამფრქვევედ.  განსაკუთრებით უფრთხილდებოდა  ახალგაზრდა  თანამებრძოლთა   სიცოცხლეს  , იცოდა რომ  მტერს  ცხოვრების  ქარცეცხლში  ნაწრთობი  ვაჟკაცები  უნდა  დადგომოდნენ  გადაულახავ   ზღუდედ, იტყოდა ხოლმე  –  გამოცდილ  მტერს  ჩემისთანები  უნდა  შეებან  და  არა  17-18   წლისანიო.  მურმან  მეშველიანს  მებობრები  ახასიათებენ  როგორც  უშიშარ, კეთილშობილ,განათლებულ  ადამიანს.

1993  წლის  5  იანვარს  სოფელ  ცხენისწყალთან  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,  ოცეული, რომელიც  დასახმარებლად  შედიოდა  ბრძოლის  ველზე, ნაღმზე  აფეთქდა, დაიღუპა  12 მებრძოლი ,  მათ შორის,  მურმან  მეშველიანი. დაკრძალულია  სოფელ  ცაგერაში.

error: Content is protected !!