სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

მურთაზ არდაშელის ძე დანელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

მურთაზ არდაშელის ძე დანელია დაიბადა 1972  წლის 5 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.

მურთაზ დანელია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდასაქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა სოფელ კვიტოულის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. მამაცი, უშიშარი მებრძოლი  მეთაურის ბრძანებებს  პირნათლად და დროულად ასრულებდა. 1992 წლის 29 ნოემბერს სოფელ კოჩარასთან გამართულ ორთბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ძმასთან ერთად ტყვედ აიყვანეს.

1993 წლის 31 მარტს ტყვეობიდან  გაქცევის მცდელობისას მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

მურთაზ დანელია დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.

error: Content is protected !!