მურთაზ მურმანის ძე დარჯანია დაიბადა 1973 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მურთაზ დარჯანია 1992 წლის 27 ნოემბერიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის, პირველი ოცეულის მსროლელად. 1993 წლის პირველ მარტს კი დაინიშნა, ამავე ბატალიონის მე-3 ასეულის მსროლელად.
მურთაზ დარჯანია აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ოპერაციებში, როგორც მამაცმა მებრძოლმა.
მურთაზ დარჯანია,1993 წლის 26 სექტემბერს, აფხაზი სეპარატისტების მიერ საარტილერიო-სანაღმტყორცნო დაბომბვის დროს მიღებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დაკრძალულია გულირიფშის რაიონის სოფელ მერხეულში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის მურთაზ დარჯანია დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. ხოლო სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.