მურთაზ სერაპიონის ძე ხასაია დაიბადა 1969 წლის 24 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში. იქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა. მუშაობდა ილორის კოლმეურნეობაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მურთაზ ხასაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში.
მურთაზ ხასაია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.