მურთაზ ვალიკოს ძე შუბითიძე დაიბადა 1961 წლის 8 ივლისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე , მურთაზ შუბითიძე აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. იგი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში ჩაირიცხა რიგით მებრძოლად.
მურთაზ შუბითიძე დაიღუპა 1992 წლის 6 დეკემბერს ცხენისწყალთან.