ემზარ გრიგოლის ძე ნადარეიშვილი დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ემზარ ნადარეიშვილი , 1992 წლის ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში მზვერავად. ემზარმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. იყო ინიციატივიანი და დისციპლინირებული მებრძოლი. გულმოდგინედ ასრულებდა მეთაურის დავალებებს. ბატალიონის მეთაურისაგან არაერთი მადლობა ჰქონდა მიღებული. თანამებრძოლებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
ემზარ ნადარეიშვილი დაიღუპა 1993 წლის 6 იანვარს, მდინარე გუმისთასთან განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის დროს. დაკრძალულია სოხუმის რაიონის სოფელ ბესლეთში.