სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნიკოლოზ შელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ნიკოლოზ  შელია  დაიბადა  1941  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

რიგითი   ნიკოლოზ  შელია  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებს  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების   დაწყების  პირველი  დღიდან  შეუერთდა  . ის იყო  სამხედრო  შტაბის  წევრი   და   სოფლის  დაცვის  ერთ-ერთი  ორგანიზატორი. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში- ათმეთაურის  თანამდებობაზე.

ნიკოლოზ  შელია   მონაწილეობდა  ბრიგადის  სარდლობის  მიერ  დაგეგმილ  საბრძოლო  ოპერაციებში,-  სოფელ  კოჩარასა და  ლაბრაში.

1993  წლის  2  იანვარს  ,  სოფელ  კოჩარაში  მიმდინარე  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,  ნიკოლოზ  შელია   მტრის  ტყვიამ იმსხვერპლა.  მასთან  ერთად  დაიღუპნენ  მებრძოლები  –  ვენგულ  პაპავა,  ბორის  ფანცულაია,  გიგლა  ბუჩხრიკიძე.

ნიკოლოზ  შელია  დაკრძალულია  სოფელ  კოჩარაში.

error: Content is protected !!