სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე

კატეგორია: "სკორპიონი", 23-ე ბრიგადა

ნიკოლოზ ავთანდილის ძე ღიბრაძე  დაიბადა 1974 წლის 24 ივნისს ქალაქ თბილისში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში.

1993 წლის ივლისის ბოლოს, III კურსის სტუდენტი, მშობლების უჩუმრად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში სამხედრო შენაერთ „სკორპიონში“.
მშობლებს დაუტოვა წერილი:
„მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ისედაც დიდი ხანი ვითმინე!.. დაჭრილებს მაინც წავადგები ჩემი იქ ყოფნით… ყველამ იცით, რომ სულელი არ ვარ და თავიც საკმაოდ მიყვარს… მივდივარ, რათა შევინარჩუნო ჩემი ნამუსი, ადამიანობა… ავთო, მა! ძებნას ნუ დაიწყებ… დედამ არ ინერვიულოს… ხშირად დავრეკავ, 1-2 კვირაში ჩამოვალ, არაფერი დამაკლდება…“
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ნიკოლოზ ღიბრაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში.
1993 წლის 1 აგვისტოს ნიკოლოზ ღიბრაძე საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
error: Content is protected !!