ნოდარ ილიას ძე თორდია დაიბადა 1957 წელს. ქვეყნის მოყვარული ვაჟკაცი დაუღალავად შრომობდა თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ დაიწყო აფხაზეთის ომი და იგი მეგობრებისა და მეზობლების მსგავსად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1993 წლის 5 იანვრიდან ნოდარ თორდია ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველ ასეულში, უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთის პირას, (ქვემო ეშერაში).
საბედისწერო აღმოჩნდა ნოდარ თორდიასათვის 4 ივლისის შემოტევა. ოცეული, რომელშიც იგი იბრძოდა შეეჯახა საბრძოლო პოზიციებზე შემოსული მოწინააღმდეგის სადაზვერო ჯგუფს. ხანმოკლე ბრძოლისას გმირულად დაიღუპა ნოდარი და მისი ხუთი თანამებრძოლი.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნოდარ თორდია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით.