სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნოდარ ხარაიშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ნოდარ  ხარაიშვილი  დაიბადა  1938  წლის  6  აპრილს  საჩხერის  რაიონის  სოფელ  ღოდორაში. მოგვიანებით  ოჯახი  საცხოვრებლად  კოჩარაში   გადავიდა.  სამხედრო- სავალდებულო სამსახურის  მოხდის  შემდეგ, ნოდარი  კოლმეურნეობაში  მუშაობდა.  1964  წელს  დაოჯახდა.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  დღიდან  რიგითი  ნოდარ  ხარაიშვილი  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე     მექანიზირებული  ბრიგადის   242-ე  ბატალიონის  მებრძოლი  იყო.

1992  წლის  29  დეკემბერს  სოფელ  კოჩარასთან  გამართულ  უთანასწორო  ბრძოლაში-  ნოდარ  ხარაიშვილი  გმირულად   დაიღუპა.

ნოდარ  ხარაიშვილს  დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

error: Content is protected !!