სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ ბექაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

 

ნუგზარ ბექაია დაიბადა 1958 წლის 21 სექტემბერს რუსთავში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მოიხადა ავალდებულო-სამხედრო  სამსახური. ბავშვობა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში გაატარა. შემდეგ ოჯახი  საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ნუგზარ ბექაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში რიგით მებრძოლად.

1992 წლის 28 ნოემბერს მოწინააღმდეგემ განახორციელა მასიური შემოტევა და ჩვენი პოზიციების დაბომბვა მდინარე გუმისთაზე, დაზიანდა საველე ტელეფონის ხაზებიც, შეწყდა კომუნიკაცია. პოზიციაზე ორი დაჭრილი იყო, ნუგზარმა ერთ-ერთი _ მალხაზ ჩახლიანი გამოიყვანა და მეორის დასახმარებლად შებრუნებული მტრის ნასროლ ჭურვს ემსხვერპლა.

ნუგზარ ბექაია დაკრძალულია სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ნუგზარ ბექაია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!