სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა დაიბადა 1955 წლის  30 იანვარს  ქალაქ სოხუმში.დაამთავრა  მშობლიური ქალაქის №5  საშუალო სკოლა,შემდეგ კი, თბილისის მოსე თოიძის  სახელობის სამხატვრო  სასწავლებელი. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის  სამმართველოში.  აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა  1992 წლის 14 ნოემბრიდან. ირიცხებოდა  სოხუმის მოტომსროლელი  ბატალიონის  (ს/ნ 2061), I  ასეულის  მე-2 ოცეულის  ათეულის მეთაურად.

მონაწილეობდა ლაბრას, ტამიშის,კოდორის,აჩადარას,შრომის, ახალშენის მიდამოებში  მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. იყო  უშიშარი და მამაცი მებრძოლი.  ბატალიონის წევრებს შორის ნდობით და ავტორიტეტით  სარგებლობდა. ნუგზარ ქობალავა,1993  წლის  12 ივლისს, სოფელ შრომაში  საბრძოლო დავალების შესრულებისას , უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის  ნუგზარ ქობალავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!