სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის ძე პაპავა

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ნუგზარ (ცუგუნა) ვარლამის  ძე  პაპავა  დაიბადა  1956  წლის  15  ივნისს ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

დაამთავრა  კოჩარის  შოთა  რუსთაველის  სახელობის  საშუალო  სკოლა.  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.  დემობილიზაციის  შემდეგ  მუშაობდა  კოჩარის   ავტოპარკში  და კეთილსინდისიერად   ემსახურებოდა  თავის  საქმეს.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  კოჩარაში   ჩამოყალიბდა   სოფლის  თავდაცვის  შტაბი, რომლის  აქტიური  წევრი  და   ერთ-ერთი  ხელმძღვანელი იყო  ნუგზარ პაპავა.  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის   თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში  მეთაურის  მოადგილედ.  მონაწილეობდა  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში,რომელიც  იგეგმებოდა  24-ე  ბრიგადის  სარდლობის  მიერ.  განსაკუთრებით  თავი  გამოიჩინა  1993  წლის  2  ივლისს  ტამიშთან  მტრის  დესანტის  განადგურების  დროს.

1993  წლის  16  სექტემბერს,  როცა  საომარი  მოქმედებები  განახლდა,  ნუგზარ  პაპავას  ოჩამჩირის  საზღვაო   პორტიდან  საბრძოლო  ტექნიკა   მიჰქონდა  ცაგერასკენ, სადაც  გააფთრებული  ბრძოლები  მიმდინარეობდა.  სამშობლოს  სიყვარულით  გულანთებულ  ვაჟკაცს  სნაიპერის  ტყვიამ  მოუსწრაფა  სიცოცხლე.

თითქოს  წინასწარმეტყველური  იყო  მის  მიერ  თანამებრძოლებთან  ხშირად  გამეორებული   საყვარელი  პოეტის  სტრიქონები – „სნაიპერმა  ბლინდაჟები  შესძრა, შეაზანზარა. არხვატელის  მხარებსაც  შვენის ,  მეომრის  მაზარა…“

error: Content is protected !!