სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნური ამირანის ძე საკანდელია

კატეგორია: ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონი

ნური  ამირანის  ძე  საკანდელია  დაიბადა  1964  წლის  19   ოქტომბერს   ქალაქ  სოხუმში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების  დროს,  ნური  საკანდელია  1992  წლის  18  აგვისტოდან  ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  ეროვნული  გვარდიის   სოხუმის  მე-5  მოტომსროლელ  ბატალიონში  ნაღმმტყოცნელად. მონაწილეობდა  შრომა – ახალშენის , ლინდავა-მანისის  და  გუმისთის  ფრონტზე   განხორციელებულ  საბრძოლო  ოპერაციებში.

ნური  საკანდელია  1993 წლის 20   სექტემბერს  სოხუმის  დაცვითი  ოპერაციის  დროს, სოფელ  ბირცხაში, მძიმედ  დაიჭრა და  1993  წლის  23  ოქტომბერს  გარდაიცვალა.

 

error: Content is protected !!