ნური კაკოს ძე ღვაჩლიანი დაიბადა 1969 წლის 27 სექტემბერს. დაამთავრა განახლების საშუალო სკოლა.
ნური ღვაჩლიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“ და აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში.
ნური ღვაჩლიანი 1993 წლის 21 ივნისს, დარჩვის მიდამოებთან (ტყვარჩელი) წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.