ომარ იასონის ძე ახალაია დაიბადა 1942 წლის 20 იანვარს ქალაქ სოხუმში. წებელდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. მუშაობდა საქართველოს სსრ მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტში _ „აფხაზმომარაგების“ უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 1992 წელს გაიწვიეს ომში, სადაც იგი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ბატალიონ „ცხუმის“ საკომენდანტო ასეულში რიგით მებრძოლად მსახურობდა.
ომარ ახალაია დაიღუპა 1992 წლის 13 აპრილს გულრიფშის მისადგომებთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს.