სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ომარ იტალის ძე ჟვანია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ომარ  იტალის  ძე  ჟვანია  დაიბადა  1945   წლის  27  ივლისს  გალის  რაიონის  სოფელ  კოხორაში.  დაამთავრა  კოხორის  საშუალო  სკოლა.  მუშაობდა  ტყვარჩელში –   კავშირგაბმულობის  მთავარ  ინჟინრად.

აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ომარ   ჟვანია  მოხალისედ  ჩაეწერა.  ხოლო  1992  წლის  15  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში  რიგით  მებრძოლად.

ომარ  ჟვანია  1992 წლის  24  ნოემბერს, სოფელ  ბესლახუბასთან  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,  მოწინააღმდეგეგმ  ტყვედ  აიყვანა.

ომარ  ჟვანია,  1992  წლის  14  დეკემბერს, აფხაზმა  სეპარატისტებმა  დახვრიტეს  ქალაქ  ტყვარჩელში.

error: Content is protected !!