სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ონერ ამბაკოს ძე დგებუაძე

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 241-ე ბატალიონი

ონერ  ამბაკოს   ძე  დგებუაძე  დაიბადა  1961  წლის   4  ივლისს  გალის  რაიონის   სოფელ  მუხურში.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების  დროს, ონერ  დგებუაძე  1993  წლის  25  იანვრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე  ბატალიონის  პირად  შემადგენლობაში  ოპერატორ-დამმიზნებლად.  პატრიოტი, მებრძოლი  სულით  გამსჭავლული  ჯარისკაცი  მეთაურების ბრძანებებს  დროულად   და  წარმატებით  ასრულებდა. თანამებრძოლებში  დამსახურებული ავტორიტეტით  სარგებლობდა,  იყო  გაბედული  და  საზრიანი.

 1993  წლის  25  თებერვალს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  მეთაურმა  დამხმარე  ძალა  მოითხოვა, ბრიგადის  შტაბმა  241-ე  ბატალიონს  დაავალა  ქვედანაყოფის  გამოყოფა.  ბატალიონის  მეთაურმა  ორი  ასეული  გამოყო ,  მათ  შორის  იყო   ონერ   დგებუაძე.  26  თებერვლის  ღამეს  ერთი  ოცეული  მტერმა  ალყაში  მოაქცია ,  ონერ  დგებუაძემ,  ორ  თანამებრძოლთან  ერთად ,  27  თებერვალს  ,   დილით,  ღია  ცეცხლით  შეუტია  მოწინააღმდეგეს…  მას  ადრე  შეუნიშნავს  ალყაში  მოქცეული  თანამებრძოლები,  სანგრიდან  ხოხვით  გამოსულა,  ევკალიპტების  ძირას ჩამჯდარა, რათა  მტრის  ყურადღება  მიექცია  და  ბიჭებისთვის  ალყიდან  გამოსვლის  საშუალება  მიეცა.  ბიჭებმა  ბოლო   სანგრამდე  მიაღწიეს და  იქვე, ღობის  გადაღმა   იპოვეს  ტყვიით   დაცხრილული  ონერ  დგებუაძის  ცხედარი.  უდიდესი  თავგანწირვის  ფასად  ,  ონერმა  დაღუპვისაგან  იხსნა   ხუთი  ახალგაზრდა   ჭაბუკის  სიცოცხლე.

 საქართველოს   პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  ონერ  დგებუაძე,  სიკვდილის  შემდეგ  , დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!