ოთარ გიორგის ძე სექანია დაიბადა 1953 წელს ქალაქ გალში.
1980 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში გადავიდა.
ოთარ სექანია, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე ჩაერთო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე მერკულის ბატალიონში.
1993 წლის 26 თებერვალს, აფხაზურ ფორმირებებთან შეტაკებისას,ოთარ სექანია მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.