ოთარ გუგუს ძე წოწონავა
კატეგორია:
23-ე ბრიგადა, საარტილერიო დივიზიონი
ოთარ გუგუს ძე წოწონავა დაიბადა 1956 წლის 5 იანვარს ქალაქ სოხუმში.
სამშობლოს სიყვარულით გულანთებული სოხუმელი ვაჟკაცი საომარი მოქმედებების დროს დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში.
რიგითი ოთარი გუგუს ძე წოწონავა საქრთველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მესამე ბრიგადაში გაწვეული იყო 1992 წლის 29 სექტემბერს და ჩარიცხულ იქნა ამავე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის პირად შემადგენლობაში. იგი პირველივე დღიდან აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა პოზიციურ ბრძოლებში.
ერთერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, კერძოდ, 1992 წლის 9 ოქტომბერს ბრიგადის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობისას გმირულად დაიღუპა სოფელ ნაასთან. ნაღმზე აფეთქდა, საბრძოლო მანქანას ცეცხლი წაეკიდა და პირად შემადგენლობასთან ერთად ( ლეონიდე მელაძე, ვახტანგ ელერდაშვილი) დაიწვა.
რამდენი აუხდენელი ოცნება და გაუკეთებელი საქმე დარჩა ამქვეყნად… მან ერის მომავლისთვის დათმო ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია სიცოცხლე.
მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა და ხალხი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც გრძნობდა, რომ მისი თავი მამულს სჭირდებოდა.
სამშობლო არ დაივიწყებს თავის ღირსეულ შვილს წოწონავა ოთარს.
წოწონავას ნეშტი გადმოსვენებულია და დასაფლავებულია მარტვილის რაიონ სოფელ აბედათში.