სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ოთარ იოსების ძე გაგუა

კატეგორია: ეროვნული გვარდიის სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონი

ოთარ  იოსების ძე გაგუა , დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს ქ. სოხუმში. დაამთავრა მე-11 საშუალო სკოლა.

პროფესიით მშენებელ-ინჟინერი, მუშაობდა თბილისის ელექტროქურების გაშვება-გამართვისა და კაპიტალური შეკეთების სამმართველოში, უბნის უფროსად.
საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა ქვეყნის დამცველთა რიგებში. ის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს ერთიანობას. ოთარი მსახურობდა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ სახელობის ბატალიონში, მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.
1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმში სოფ. ბირცხაზე შემოტევის დროს მოხვდა ალყაში. ტყვედ ჩავარდნას მან სიკვდილი არჩია და მოახლოებულ მტერს გახსნილი ყუმბარით დახვდა.
ოთარ გაგუა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
error: Content is protected !!