სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ოთარ კაპიტონის ძე შენგელია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ოთარ კაპიტონის ძე შენგელია დაიბადა 1953  წლის  1  სექტემბერს  ქალაქ  გალში.

დაამთავრა გალის  რაიონის  სოფელ  რეფის  საშუალო  სკოლა. 1971-1975  წლებში  მსახურობდა  საბჭოთა არმიის  რიგებში, უკრაინის  ქალაქ  ლვოვში. 1977-1993  წლებში მუშაობდა  ენგურჰესის  ჰიდროელექტროსადგურის  წყალგამტარი არხის  მე-4  ვარდნილჰესში, აგრეგატის  მემანქანედ.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  დაწყებისთანავე ჩაერთო. იგი შვილთან, პაატასთან  ერთად მედგრად  უმკლავდებოდა  მტერს. ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო  კორპუსის 24-ე  მექანიზირებული ბრიგადის  245-ე „სამურზაყანოს“  ბატალიონში  რიგითად.

ოთარ  შენგელია ,1993  წლის 8 აგვისტოს, ბედია-ჩხორთოლის  მისადგომებთან  მიმდინარე საბრძოლო  ოპერაციის  დროს  დაიღუპა.

error: Content is protected !!