ოთარ ლავრენტის ძე ჯომიდავა დაიბადა 1963 წლის 27 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ მერხულაში. ოთარი 1988 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ოთარ ჯომიდავა ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის,სოხუმის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. იყო ასმეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა შრომა-ახალშენის,გუმისთის,ლინდავის, ბურსი-ბირცხას მიმართულებით განხორციელებულ ოპერაციებში.
ოთარ ჯომიდავა გმირულად დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს სოფელ ბურსთან.