სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ოთარ მიხეილის ძე კვიციანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ოთარ მიხეილის ძე კვიციანი დაიბადა 1961 წლის 7 ნოემბერს. 1978 წელს დაამთავრა დრანდის სკოლა-ინტერნატი.

სერჟანტი ოთარ კვიციანი 1993 წლის 24 ივნისიდან საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების სარდლის ბრძანების (N153. 29.07.1993) საფუძველზე მსახურობდა სასაზღვრო რაზმის „სოხუმის სასაზღვრო კომენდატურა „აჟარას“ შემადგენლობაში.  საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 16 მაისის N202 ბრძანების საფუძველზე, ოთარ კვიციანი 1994 წლის 1 იანვრიდან ჩაირიცხა ცალკეულ სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა სამხედრო დავალებას.

ოთარ კვიციანი დაიღუპა 1994  წლის 24 მარტს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათაში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ოთარ კვიციანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!