სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ოთარ პლატონის ძე კოპალიანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ოთარ  პლატონის  ძე  კოპალიანი  დაიბადა  1930  წლის  2  იანვარს  ქალაქ  ცაგერში.

საშუალო სკოლის  დამთავრების  შემდეგ,სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში  გაიწვიეს,საიდანაც ოფიცრის  წოდებით  ჩამოვიდა. მოგვიანებით  სწავლა განაგრძო  ქუთაისის  ტექნიკურ სასწავლებელში. ტექნიკუმის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობა  დაიწყო  ოჩამჩირის  რაიონის მეურნეობაში,მთავარ  აგრონომად.

1992  წლის  14  აგვისტოდან ,აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე  ოთარ კოპალიანი  საბრძოლო  ოპერაციებში  ჩაება.

ოთარი  სოფელ  არადუში  ჩამოყალიბებული  სახალხო  რაზმის  ერთ-ერთ  ბატალიონს ხელმძაღვანელობდა  და  იცავდა  სოფლის  მისადგომებს. საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის   24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  243-ე ბატალიონის  ჩამოყალიბებისთანავე  ოთარ  კოპალიანი  ამ  ბატალიონის  ოცმეთაურად დაინიშნა. აქტიურად  მონაწილეობდა  სოფელ  არადუს  დაცვის  ოპერაციაში.

ოთარ  კოპალიანი  დაიღუპა  1993  წლის  29  სექტემბერს, არადუს  მისადგომებთან  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს.

 

 

error: Content is protected !!