ოთარ სარდიონის ძე შამათავა დაიბადა 1958 წლის 3 ივნისს გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,ოთარ შამათავა 1992 წლიდან რიგით მსროლელად ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 245-ე ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობდა სოფლებში – მისველში,რეკასა და ფოქვეშში ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ოთარ შამათავა დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს, სოფელ აჩიგვარაში საბრძოლო ოპერაციის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩნილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ოთარ შამათავა,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.