სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ოთარ ვალიკოს ძე ბაღიშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 245-ე ბატალიონი

ოთარ  ვალიკოს  ძე  ბაღიშვილი  დაიბადა  1963  წელს  გალის რაიონის  სოფელ  ოქუმში. საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  ტექნიკურ  სასწავლებელში.

აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ოთარ  ბაღიშვილი , 1992 წლის 11 დეკემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონში  რიგით მეტყვიამფრქვევედ.

ოთარ  ბაღიშვილი  მონაწილეობდა  ბედია-აგუბედიას  შორის  გამავალ  საბრძოლო  ხაზზე , ტყვარჩელი-ჩხორთოლის  მიმართულებით  მიშველის  მთაზე  მიმდინარე  საბრძოლო  თუ თავდაცვით  ოპერაციებში.

ოთარ   ბაღიშვილი  1993  წლის  28 სექტემბერს , აფხაზ  ბოევიკთა  მასიური  შემოტევისას ,ჭურვის აფეთქების შედეგად  ადგილზე  გარდაიცვალა.

ოთარ  ბაღიშვილს  დარჩა  მეუღლე  და  შვილები.

error: Content is protected !!